დაბა თიანეთის გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ახალი ტარიფი განისაზღვრა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

Logo

დაბა თიანეთის გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ახალი ტარიფი განისაზღვრა

პატივცემულო აბონენტებო! გაცნობებთ, რომ წყალმომარაგების ტარიფების შესახებ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის 2017 წლის 29 მარტის #125 ბრძანების შესაბამისად, დაბა თიანეთის გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის განისაზღვრა წყალმომარაგების ახალი ტარიფი: ა) სასმელი წყლის მიწოდება - 2,01 ლარი/1 სულზე/თვეში. მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა, აღნიშნული ტარიფის შესაბამისად, განხორციელდება მიმდინარე წლის 1 მაისიდან. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზს, ნომერზე: +995 32 293 00 00