წყლის ხარისხის კონტროლი
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

წყლის ხარისხის კონტროლი
როგორ ხორციელდება წყლის ხარისხის მონიტორინგი? საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს ლაბორატორიული ქსელით, რომელიც მოიცავს 8 რეგიონულ და 35 სერვის ცენტრის ლაბორატორიებს. რეგიონული ლაბორატორიები განთავსებულია შემდეგ ქალაქებში: ბოლნისი, გორი, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ახალციხე და თელავი. რა აპარატურით ხდება წყლის ხარისხის კონტროლი? ლაბორატორიები აღჭურვილია შემდეგი აპარატურით: ქიმიური ანალიზებისთვის- ფოტომეტრი AL-400-iT, პორტატული PH-მზომი sd 50 და condi-ის მზომი sd 70 –ის აპარატი, ხოლო ბაქტერიოლოგიური კვლევებისათვის - აპარატი ,, TRAVAS“-ი. აგრეთვე ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის საჭირო შემდეგი სახის დანადგარებით: წყლის დისტილატორი, საშრობი კარადა, მიკრობიოლოგიური ინკუბატორი, ელექტრო სასწორი, ავტოკლავი და მუფელის ღუმელი. რა ინტერვალით ხორციელდება წყლის ხარისხის მონიტორინგი? ტექნიკური რეგლამენტისა და კომპანიის მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით სისტემატურად მიმდინარეობს ნედლი (სათავეებზე არსებული) და დამუშავებული (ქსელში არსებული) წყლის მონიტორინგი და ყოველდღიურად ტარდება ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები.
